გამყრელიძე: ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილ სამ დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილ სამ დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს.

როგორც გამყრელიძეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს ყველაზე მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მძიმედ გადააქვს.

„თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას, რაც ახლა უკვე მიღწეულია, ბოლო შვიდი და 14 დღის განმავლობაში, რაც ბათუმში გავაკეთეთ, რომ ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანპსორტი, ეს უნდა მოხდეს ახლა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში. შემდეგ გადავალთ კიდევ სხვა შეზღუდვის მოხსნაზე. ჩვენც გვიხარია, რომ ქვეყანაში ყველაფერი გახსნილი იყოს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს უნდა იყოს ეტაპობრივად. მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტულად მიმაჩნია ტრანსპორტის და შემდგომ სასწავლო დაწესებულებების გახსნა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიეს იყო შიშის ფაქტორი, რადგან არ სურთ დააფიქსირონ პარტნიორებთან პირველ რიგში, რომ აქვთ ერთპარტიული პარლამენტი – თარხნიშვილი მანდატების არ გაუქმებაზე
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: გენეტიკური კვლევით ახალი შტამი ამ დრომდე მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დადასტურებული