გამყრელიძე – აღარ გვინდა საბჭოთა კავშირზე ლაპარაკი, 30 წელია, აღარ არსებობს, მაშინ მეც არ უნდა ვიდგე თქვენ წინაშე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ გიორგი კამკამიძე პრეტენზიას გამოთქვამს კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით, სასურველია, დებატები მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართოს.

გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „კამკამიძე საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს უყენებს კლინიკურ ჯგუფს, რომელიც მართავს კოვიდპანდემიას. ამბობს, რომ ინფექციური სერვისების თანამედროვე რელსებზე გადაყვანაზე ნება შესაძლოა, არსებობდეს ჯანდაცვის სექტორის კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან არსებობს წინააღმდეგობა და რომ ისინი საბჭოური მეთოდებით მართავენ. თუ გაქვთ წარმოდგენა, რაზე შეიძლება საუბრობდეს ბატონი გიორგი?“.

გამყრელიძე ფიქრობს, რომ ახლა ღია დებატების დროს არ არის.

„ბატონ გიორგი კამკამიძეს ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან პატივს ვცემ მის პროფესიონალიზმს, მის გამოცდილებას. მე არასოდეს არ ვარ წინააღმდეგი ღია დებატების, ღია შეხვედრების, მით უმეტეს ჩემს კოლეგებთან. იცით, თავს ვიკავებ პოლიტიკური დებატებისგან, მაგრამ პროფესიულ დებატებზე სიამოვნებით, ნებისმიერთან. თუ, როგორც ამბობთ, ის გამოთქვამს პრეტენზიას კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით, სასურველია, რომ დებატები გაიმართოს ხოლმე მრგვალი მაგიდის ფორმატში და არ იყოს მხოლოდ ცალი მხრიდან ამის შეხედვა.

კი, მეც საბჭოთა პერიოდიდან მოვდივარ, საბჭოთა პერიოდში მაქვს მიღებული განათლება, არცთუ ცუდი. სხვათაშორის, ბატონ გიორგისაც, ჩემი სტუდენტი იყო თავის დროზე, სამედიცინო ინსტიტუში როცა ვმუშაობდი. ერთ-ერთი გამორჩეული, კარგი სტუდენტი. შემდეგ მან საკმაოდ კარგი წვრთნა გაიარა ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან და ბევრი გამოცდილება მიიღო, ისევე როგორც შემდეგ ამერიკაში ისწავლა და კარგი გამოცდილება მიიღო, მანაც, მისმა მეუღლემაც, ორივეს დიდ პატივს ვცემ, ვიზიარებ ხოლმე ორივეს მოსაზრებას, მაგრამ ჩვენ, ექიმების თემში უფრო მეტად მიღებული გვაქვს პროფესიული გარჩევა. არ ვიცი, ერთხელ მოგიწვევთ (ტელევიზიით არ გადაიცემა) როცა პროფესიული გარჩევა გვაქვს ხოლმე ზოგიერთი ავადნყოფის, ზოგიერტი შემთხვევის, იქ როგორი მწვავე დებატები მიდის, მაგრამ ის არ გამოდის სახალხოდ, რადგან ის არის ჩვენი პროფესიული თემის პასუხისგებლობა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს მივუთითებთ სხვადასხვა საკითხზე, ამას არასდროს ტელევიზორში ხმამაღლა არ ვლაპარკობთ, რადგან ეს არის დაუწერელი კანონი, და მათ შორის დაწერილიც სამედიცინო ეთიკის, რომ ჩვენ ავადმყოფების შესახებ ღია ეთერში არასდროს ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენი ასოციაციების, ჩვენი პროფესიული საზოგადოებების სხდომებზე. ამიტომ როგორც მისი უფროსი მეგობარი, ბატონ გიორგისაც ვურჩევდი, საბჭოთა კავშირზე აღარ გვინდა ლაპარაკი, 30 წელია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს.

მეც არ უნდა ვიდგე მაშინ თქვენ წინაშე, მეც განათლება მაშინ მაქვს მიღებული, რა ვქნა დავიბადე და გავიზარდე იმ დროს. იმ დროს ისეთი ხალხი მასწავლიდა, ნეტა, ის ადამიანები კიდევ არსებოდნენ. გაგიგიათ, მიხეილ ჩაჩავა, ეგნატე ფიფია, მამეტ კომახიძე, ვირსალაძეები, ესენი იყვნენ საქართველოს დიდი ელიტა, ვისგანაც ჩვენ იმ თაობამ მივიღეთ განათლება. კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება მაგინებს ხშირად ერთ-ერთი ეთერით და მლანძავს, რომ ასე და ა.შ. მე არ ვპასუხობს, არ მინდა, არც გვარს ვასახელებ მისას და არც სახელს. არ არის ამის დრო, დამერწმუნეთ. კარგია განხილვა, დავსხდეთ. უშეცდომო არავინაა, საქმეს თუ აკეთებ, ხანდახან შეცდომას დაუშვებ, მაგრამ ეს შეცდომა არ უნდა იყოს ქვყნისთვის და საზოგადოებისთვის სავალალო. ჯობია, ვაკეთოთ საქმე, ვიდრე ერთმანეთი ვლანძღოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი“ სირცხვილის დერეფანს არ აწყობს
შემდეგი სტატიარა შემთხვევაში გავა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე