გამყრელიძე – აცრების ფონზე ქვეყანაში ​ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო

ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღების, აღსრულებისა და მეტი კონტროლის ფონზე, ასევე ინტენსიური აცრების ფონზე ქვეყანაში ​ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დღეს პირველად, დადებითობის მაჩვენებელი 10 პროცენტს ჩამოსცდა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღების, აღსრულებისა და მეტი კონტროლის ფონზე, ასევე უფრო ინტენსიური აცრების ფონზე, ქვეყანაში დაიწყო ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, ოღონდ ჯერ მაღალ ნიშნულზეა შემთხვევათა რაოდენობა.

დღეს პირველად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელს, 10 პროცენტს ჩამოსცდა. ასევე პირველად ამ კვირაში, ბოლო 60 დღის განმავლობაში, ინციდენტობის მაჩვენებელი საერთოდ და ასევე ე.წ. კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი, როგორც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე სიტყვას – „კუდი“ ჩამოსწია ბოლოსკენ. ანუ ფერდი, გადაიარა პიკი და ქვემოთკენ მოდის. ანუ შეიმჩნევა ძალიან მცირე სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით. სამწუხაროდ, ჯერ ყველაზე მძიმე ინდიკატორი რჩება მაღალი და ეს იცით, რომ ყოველი ორი კვირის შემდეგ, პიკის გადავლიდან იწყებს თანდათან მერე შემცირებას, რასაც ჰქვია სიკვდილიანობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნიას – კოვიდ გადატანილი პაციენტი 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას და აცრა უნდა ჩატარდეს ორი დოზით
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს