გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს პირველადი სასურსათო კალათები ურიგდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზაცებით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს პირველადი სასურსათო კალათები ურიგდება.

სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების კალათები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ 66 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სასურსათო კალათა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ადგილზე მიუტანეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის მოადგილე ცოტნე შონიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიხე- დავით ჭაკუა მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში
შემდეგი სტატიაფოთის კლინიკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა