“მე ეს გამიზნულად გავაკეთე, ეს ჩემი სურვილი იყო, ვაღიარებ”,_ განაცხადა ბათუმში როლან დავითაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გენო შარაშიძემ სასამართლო პროცესზე. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
31 მაისს, ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე სროლის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაჭრეს და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, “ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა… 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს”
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

















