“გამიხარდა კაი ადამიანის გამარჯვება, აბა მიშას, რომ მოეგო ხომ არ გამიხარდებოდა” – ქიბარ ხალვაში ოცნების ოფისთან მივიდა

ქიბარ ხალვაში „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდა. ხალვაშმა ოფისსის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიის წარმომადგენლები დაინახა.

მისი თქმით, ის ადგილზე უბრალოდ ვითარებაში გასარკვევად მივიდა.

„კალაძე არ მინახავს, უბრალოდ შევხედე. ლიდერების ნახვა, რომ მდომოდა ვნახავდი,
უბრალოდ შემოვიხედე, რა ხდებოდა, კაცმა გაიმარჯვა, კაი ადამიანმა, აბა ახლა მიშას რო მოეგო ხომ არ გამიხარდებოდა.

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შედეგით, ძალიან კარგი შედეგია უფრო მეტი, რომ იყოს ძალიან ცუდი იქნებოდა, სულ არავინ უნდა დარჩეს პოლიტიკურ მოედანზე?- ცოტა ხო უნდა დარჩეს” – განაცხადა ხალვაშმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში დაკარგული 12 წლის მოზარდი ქეთევან ქურდოვანიძე სამართალდამცველებმა იპოვეს
შემდეგი სტატია“არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება” – ვაშაძე