გამიგეთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს, ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში – შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული

რაც არის მაქსიმუმი, იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით, რომ პატივი გცეთ? გამიგეთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს, ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არჩილ გაგნიძემ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს.

გაგნიძე ითხოვს ერთი მოწმე მაინც მიიყვანონ, რომელიც სასამართლზოე იტყვის, რომ ის, 140-კილოიანი კაცი, როგორ ჩადიოდა ხევში არსებულ დაღმართში.

„დაგვიჭირეს ბევრი ადამიანი – პატარები, დიდები. ყველას 109-ე მუხლი წაგვიყენეს, ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ, ხუთივეს 16 წელი პატიმრობა მოგვისაჯეს, საქმე გამოძიებული არ აქვთ.

140-კილოიანი კაცი რომ ჩადიოდა იმ დაღმართში, ამას რომ იტყვის, ერთი მოწმე მაინც მომიყვანეთ. იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით რომ პატივი გცეთ? უნდა გამიგოთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში“, – განაცხადა გაგნიძემ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს, ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.

ამავე ეპიზოდზე “ქემრის” 3 მგზავრი უკვე მსჯავრდებულია და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაში“თბილისი აივსო რუსი ლტოლვილებით” – პრეზიდენტი მარო მაყაშვილის დღიურიდან ამონარიდს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: იუნკერების მიერ თავდადებული ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ არ უნდა დავივიწყოთ და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან სრულად გათავისუფლების საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ