გამგეობის უარი შენობის გადაცემაზე – ბურჭულაძე ხაშურელებს ღია ცის ქვეშ შეხვდა

პაატა ბურჭულაძეს ხაშურის გამგეობამ საზოგადოებასთან შესახვედრად დარბის გამოყოფის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, თუმცა ამის მიუხედავად ხაშურელებთან “საქართველოს განვითარების ფონდის” წამომადგენლების შეხვედრა ღია ცის ქვეშ მაინც შედგა. პაატა ბურჭულაძემ სკვერში შეკრებილ მოსახლეობას ფონდის მიზნები და გეგმები გააცნო. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა. პაატა ბურჭულაძის განცხადებით რეგიონში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხალხი იმედგაცრუებულია.

„რეგიონში ძალიან მძიმე მდგომარეობა უიმედობაა ხალხში, რთულ სიტუაციაშია ხალხი ჩავარდნილი. მე დღეს დიდი მადლობა გადავუხადე ყველას მობრძანებისთვის და რა თქმა უნდა გამგეობასაც, რომ მოგვცა იმის საშუალება, რომ სუფთა ჰაერზე წვიმაში ერთმანეთს დაველაპარაკებოდით და სამწუხაროდ მომავალშიც ალბათ ასე გაგრძელდება. – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიუსაფარ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა
შემდეგი სტატიასაქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკისათვის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს