გამგებლის ინფორმაციით, ბორჯომის ეროვნული პარკი პრაქტიკულად განადგურებულია

ბორჯომის გამგებელის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, ეროვნულ პარკში დამტვრეულია ხეები, ჩამსხვრეულია ლამპიონები, განადგურებულია პრაქტიკულად მთელი ინფრასტრუქტურა.

დიმიტრი ყიფიანი აცხადებს, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ბორჯომის ეროვნულ პარკში, უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

“მთავარია, დამსვენბლების ევაკუაცია ბორჯომის ეროვნული პარკიდან დროულად და უვნებლად განხორციელდა”, – აღნიშნა დიმიტრი ყიფიანმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სოფლებამდე, ასევე წაღვერის მიმართულებით გზების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.

სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარი ჯავახიშვილი და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი და პირველი ლედი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, ბორჯომში სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს