გამგებელი: ქალი, რომელიც ოკუპანტებმა თბილისში სამკურნალოდ არ გადმოუშვეს, გარდაიცვალა

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის, თქმით, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ გამშვები პუნქტის გამო 70 წლის ქალმა სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ვერ შეძლო, ხოლო ცხინვალში მას სათანადო დახმარება ვერ გაეწია, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

თინიკაშვილის თქმით, 70 წლის მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, შეუძლოდ 27 ოქტომბერს, საღამოს გახდა.

“ის ჩამოიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში. ბუნებრივია, იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნისა და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა,”- ამბობს თინიკაშვილი. მის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, მან არ იცის, რა დიაგნოზი ჰქონდა მარგარიტა მარტიაშვილს, მაგრამ მისივე თქმით, ის რომ თბილისში დროულად გადაეყვანათ და იქ კვალიფიციური მკურნალობა ჩატარებოდა, ცოცხალი იქნებოდა.

თინიკაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული ახალგროსი მიმართულებით გადაადგილზე შეზღუდვა უნდა მოიხსნას, რადგან იქ მცხოვრები ადამიანები შეშინებულები არიან, რომ ავად გახდომის შემთხვევაში მათ დახმარებას ვერ აღმოუჩნენენ.

“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო და ვთხოვო, ვისაც ხელეწიფება ამ საქმის მოგვარება, იქნებ დროულად გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ახალგორის მიმართულებით” – ამბობს თინიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობასთან“ თავისი განშტოებებით , „ნაცები“, „შმაცები“ და „შმაცუნები“, კოალიციის შექმნა არის გამორიცხული
შემდეგი სტატია„მინისტრი თურნავა ქვეყნის კი არა, კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკურ ინტერესებს ატარებს“, – დავით ჭიჭინაძემ ეკონომიკის მინისტრი პარლამენტის სხდომაზე კიდევ ერთხელ ამხილა