“გამგებელი ირაკლი გეგეშიძე სავარაუდოდ ზედა დიმი- საკრაულას გზის დაგებასთან დაკავშირებით დააკავეს”

ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის გრიგოლ მაჩიტაძის განცხადებით, დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოდგენები იმყოფებოდნენ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალსიტებთაან საუბრისას აღნიშნა, გამგებელი სავარაუდოდ ზედა დიმის საკრაულას გზის დაგებასთან დაკავშირებით აღმოჩენილ დარღვევებზე დააკავეს,

“გამგებელთან იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. მე ვეცადე, მათ შეხვედრას დავსწრებოდი, თუმცა არ დამიშვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, გამგებელი ორ პოლიციელთან ერთად გამოიყვანეს და წავიდნენ. ვერ გეტყვით, რაზე დააკავეს. სავარაუდოდ საუბარია ზედა დიმის საკრაულას გზის დაგებასთან დაკავშირებით, სადაც თანხების სავარაუდოდ არასწორად გადარიცხვას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა გრიგოლ მაჩიტაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზედაეწერში მაღალი ძაბვის ხაზებთან ახლოს ხანძარია
შემდეგი სტატიაენგურჰესთან, ხაიშისა და ჭუბერის თემის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა