პოლონეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმებაზე შალვა პაპუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.
„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ ეს პოლონეთის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგია და ივანიშვილის გუნდის ქმედებები ამასთან არაფერ შუაშია.
პაპუაშვილის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ისევ პოლონეთი დაზარალდება და არა საქართველოს მოქალაქეები.
ის, რომ პოლონეთის მთვარობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, “ქართული ოცნება“ რა შუაშია, ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ასე რომ, ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია, როგორ აწესრიგებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამკაცრებენ გერმანია, სხვა ქვეყნები, ცდილობენ, რომ ახალი ტალღა, საკუთარი მიგრაციის პოლტიკა გადაწყონ. საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რადოენობა იყო დიდი, შეხედეს იმ ქვეყნებს საიდანაც დიდია და უფრო მკაცრი რეგულაციები შემოდის. პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა, ეკონომიკური, ვინაიდან, რადგან მუშა ხელი ჩადიოდა იქ, ე.ი. მოთხოვნაც იყო, და არ ვიცი, როგორ აპირებენ მუშა ხელი დააკმაყოფილონ,- აცხადებს პაპუაშვილი.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა უქმდება. 2025 წლის 1 დეკემბრიდან გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ იქნება.


















