გამარჯვების ზეიმი და ფაშიზმზე ბრძოლა არ უნდა გადაიქცეს თანამედროვე რუსული პოლიტიკის ზეიმად – ბარქაძე

მოსკოვის ყოფილი მერის და რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტს “ევროპული საქართველოს” ლიდერი ეხმაურება. დავით ბაქრაძე, რომელიც დღეს ვაკის პარკში იმყოფებოდა ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთა საქართველოში ყოფნა, საქართველოს ხელისუფლების და ქვეყნის სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა.

„გამარჯვების ზეიმი და ფაშიზმზე ბრძოლა არ უნდა გადაიქცეს თანამედროვე რუსული პოლიტიკის ზეიმად საქართველოში, არ უნდა გადაიქცეს იმ ადამიანების ზეიმად, ვინც აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ოკუპაციას, ვინც პირადად მონაწილეობდა ცხინვალში ქართული სოფლების ნანგრევებზე რუსული სამხედრო ქალაქის შენებაში. ეს არის რა თქმა უნდა, ხელისუფლების პატივისცემა, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ შეზღუდული და ასეთ ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება დათარეშობდნენ საქართველოში,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელმაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

banner
წინა სტატიაში„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, პატივს მივაგებ ჩვენი გმირების ხსოვნას და მათ უკვდავ სახელებს“ – გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიამიწისძვრა საქართველოში