,,გამარჯვების შემთხვევაშიც კი რულოვსი, არ წარმოადგენს ქალაქის მერობისთვის მოწოდებულ ან ორიენტირებულ ადამიანს”-ვოლსკი

,,ჩემთვის კითხვისნიშნები მას შემდგ მოიხსნა, რაც სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არათუ ემიჯნება იმ განცხადებას, არეულობის, ადუღების, დაპირისპირებების პროვოცირების თაობაზე, არამედ სწორედ ეს არის მათი გეგმა და ხელგამოწვდილი ვერ დაელოდება იმას, თუ რას იტყვის საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი.”-ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის გია ვოლსკიმ განაცხადა

მისივე თქმით, სანდრა რულოვსი ქალაქის მერობისთვის ორიენტირებულ ადამიანს არ წარმოადგენს.

,,ეს პირდაპირი მოწოდება პირველად არ გაისმის და სწორედ აქედან გამომდინარე, მე პირადად და ძალიან დიდ ნაწილს, ვფიქრობ აქვს ეჭვი, რომ სწორედაც ეს არის გეგმა, რადგან იციან, რომ სანდრა რულოვსი გამარჯვების შემთხვევაშიც კი არ წარმოადგენს ქალაქის მერობისთვის მოწოდებულ ან ორიენტირებულ ადამიანს.

ეს უნდა გახდეს სიმბოოლო სააკაშვილისთვის, რომელიც ხალხს დაპირისპირებისკენ წაიყვანს. რასაკვირველია, ამ ყველაფერს გამოძიება პასუხს გასცემს, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის თემა, რომელიც დღის წესრიგში დგას”-განაცხადა ვოლსკიმ

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – „ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანაა ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა – ამ ფაქტს შევისწავლით და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“
შემდეგი სტატიაზუგდიდში presa.ge – ს რედაქტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს