,,გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონში წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტები გაგრძელდება”

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეთა განახლებული სია წარადგინა.
როგორც ვარშალომიძე ამბობს, მთავარი ოპოზიციური ძალა, გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონში წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტების გაგრძელებას და სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს.
“21 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვენისა და რეგიონის მომავალი. ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და გადავწყვიტოთ ვის ვაძლევთ ხმას. ჩვენ ვართ ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც არის ერთგულებისა და სიყვარულით სავსე გუნდი”,- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში რამდენიმე ოჯახმა თხილის ნერგები გაჩეხა
შემდეგი სტატიაზუგდიდის სოფლებში მოსახლეობა თხილს ჩეხავს