“გამარჯვება ვინმეს წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაა”-ბოკერია

“ამ შეთანხმების შესრულების შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ რისკების შესამცირებლად, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ამიტომ, ეს არის კარგი ამბავი ძალიან, ოღონდ როცა შესრულდება და ჩვენ ასე ვართ განწყობილები. ეს არ არის ვინმეს გამარჯვება ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის ჩვენი საზოგადოების გამარჯვება. შემდეგ უკვე არის და იქნება მშვიდობიან და შედარებით უფრო არსებითად მშვიდ ვითარებაში ამ ხელისუფლების არჩევნებზე დამარცხება და იქამდე ჩვენ ვაპირებთ კამპანიის დაწყებას და ვაპირებთ შეთანხმების დაწყებას იმაზე, რას გავაკეთებთ კოალიციური მთავრობის მოსვლის შემდეგ იმიტომ, რომ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რა მოხდება ივანიშვილის დამარცხების შემდეგ ”-განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებულ შეთანხმებაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს
შემდეგი სტატიასასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა