აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ვედანტ პატელის განცხადებით, შეერთებული შტატები და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინელების მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.
„18 თვე ხდება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. მახსენდება პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები, რომელმაც აღნიშნა, რომ გამარჯვება უკრაინის ომში იქნება, როცა რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს“, – აცხადებს პატელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გაიმეორა, რომ აშშ და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ საჭირო იქნება, რათა უკრაინამ შეძლოს დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და მოლაპარაკების მაგიდასთან იყოს ყველაზე ძლიერ პოზიციაზე, როცა შესაფერისი დრო იქნება“.