21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ყოველთვის ჩვენი დარჩება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდის.

“მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია. დიდება გამარჯვებულ ხალხს! დიდება ვეტერანებს! დიდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს! გილოცავთ გამარჯვების დღეს! გამარჯვებული თაობების გმირობა შთააგონებს იმ მეომრებს, რომლებიც დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანებს ასრულებენ. ისინი უპირისპირდებიან აგრესიულ ძალას, რომელიც ნატო-ს მთელი ბლოკის მიერ არის შეიარაღებული და მხარდაჭერილი. მიუხედავად ამისა, ჩვენი გმირები წინსვლას აგრძელებენ.

სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გამარჯვება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ მის ზურგში მიიღწევა. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს. გამარჯვებაში ყველას პირადი წვლილი შეაქვს. როგორც არ უნდა შეიცვალოს ტექნოლოგია და საბრძოლო მეთოდები, ყველაზე მნიშვნელოვანი უცვლელი რჩება: ქვეყნის ბედს ხალხი განსაზღვრავს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი: ვეტერანებმა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მოგვიტანეს გამარჯვება ფაშიზმზე
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს