15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

“გამაოგნებელი ქალი, კორუფციის და უცოდინრობის განსახიერება”- გვარამია ყეინიშვილზე

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“ნანა ყეინიშვილი დაუჭერიათ თუ იჭერენ. გამაოგნებელი ქალი, კორუფციის და უცოდინრობის განსახიერება.

ხოდა, ეგ გაუგებრობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე გიორგი ბაქრაძის კონკურენტი იყო. აი, ყველაზე ჭკვიან კაცად რომ ითვლება, იმისი. ითვლება რა, მართლა არის, თან წესიერებითაც გამორჩეული.

ხოდა, 3 წლის წინ, ქოცებმა ნანა ყეინიშვილი ამჯობინეს გიორგი ბაქრაძეს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად სწორედ ის აირჩიეს, და არა ბაქრაძე.
ჭირი აქა, ლხინი იქა. ნანა კიდევ – ციხეში”.

პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, “შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურუდიული პირის მიმართ დევნა დაიწყო
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?