გამამტყუნებელი ვერდიქტი – დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, რაც შეეხება სასჯელს, დღეს გახდება ცნობილი მიუსჯის თუ არა მას სასამართლო უვადო პატიმრობას. დღევანდელ სხდომას საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები აღარ დაესწრებიან. ნაფიცი მსაჯულების გუშინდელი სხდომა გვიანობამდე გაგრძელდა და მათ დამატებითი დროც გამოიყენეს.გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. განსასჯელი კი ბრალს არ აღიარებს.დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში 2016 წლის თებერვალში მოხდა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ხიზანაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კანცელარიაში 18 აპრილს შევიდა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა პირველი მოსმენით გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი მიიღო