“გამახსენდა კომკავშირის ყრილობები”- ინაშვილი მთავრობის დამტკიცებას აფასებს

news
ავტ.: news ნოემბერი 27, 2016 13:05

“გამახსენდა კომკავშირის ყრილობები”- ინაშვილი მთავრობის დამტკიცებას აფასებს

მთავრობის ახალმა შემადგენლობამ ოპოზიციის ხმები დამტკიცების დროს ვერ დაიმსახურა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა  გუნდთან ერთად პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესებმა კომკავშირის ყრილობები გაახსენა.

“დღევანდელმა შეხვედრამ გამახსენა კომკავშირის ყრილობები, რომელსაც თავის დროზე მოვესწარი. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი პარლამენტი, სადაც ერთი ხმა ისმის და ისიც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში. ნდობას არ ვუცხადებ ამ შემადგენლობას. დავტოვეთ სხდომა იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა დარბაზში ჯდომას, როცა მთავრობის შემადგენლობაშია არჩევნების გამყალბებელი აგულაშვილი და საყდრისის ამფეთქებელი გიორგაძე,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 27, 2016 13:05

Google სტატისტიკა


3,650
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics