გამახარა პრემიერის განცხადებამ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრემიერ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაახარა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, „ისტორიული გამარჯვებაა“.

„გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ… ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც „საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც „strings attached” – უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე“, – ამბობს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი უსამართლოდ რუსეთის დადანაშაულებას ცდილობს – ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე
შემდეგი სტატიაEuromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დაასახელა