გამაახალგაზრდავებელი პრეპარატი თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს

ნიდერლანდების ერაზმ როტერდამელს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა დაბერების წინააღმდეგ პრეპარატი თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს. როგორც გამოქვეყნებულ მოხსენებაშია საუბარი, რომელიც ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა, პრეპარატის მიღების შემდეგ მოხუც თაგვებს ფიზკური ამტანობა გაეზარდათ და ორჯერ გაიზარდა მანძილი, რომლის გარბენაც მათ შეეძლოთ, ასევე, გაუუმჯობესდათ ბეწვი და გარკვეული შინაგანი ორგანოების მუშაობა გააქტიურდა, კერძოდ კი, ღვიძლის.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ შექმნილ პრეპარატს ორგანიზმში დაბერებული უჯრედების განადგურება შეუძლიათ, მსგავს უჯრედებს გამრავლება არ შეუძლიათ და ორგანიზმში, ასაკთან ერთად ილექება. დოქტორ პიტერ დე კაიზერის თქმით, ექსპერიმენტი ერთი წელი ტარდებოდა ისეთ თაგვებზე, რომლებიც 90 წლის ადამიანის ასაკს უტოლდებოდნენ – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო სარეზერვო სამსახურს ქმნის
შემდეგი სტატიაყუთებზე მესის პორტრეტით ნარკოტიკების უმსხვილესი პარტია პერუში დააკავეს