გალში მოკლული საქართელოს კიდევ ერთი მოქალაქე – ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება დაცული არ არის და ამის უზრუნველსაყოფად “ოცნება” არაფერს აკეთებს. მისი თქმით, ხელისუფლება ხალხს ატყუებს, თითქოს საქართველოში მშიდობის პოლიტიკას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეგრედწოდებულმა მილიციამ საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლა. ოკუპირებული გალის ცენტრში 43 წლის მამაკაცს უმოწყალოდ სამი ძალოვანი გაუსწორდა.
საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობის შესახებ. სრულ მდუმარებაშია პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილს მოკლულის ოჯახისთვის სამძიმარიც კი არ გამოუცხადებია.



















