გალში ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვრიდან გააქტიურებულია ცხელი ხაზი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვრიდან დღემდე გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

„საოკუპაციო რეჟიმს არაერთხელ გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა, ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, – აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა.

banner
წინა სტატიაშიმესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში გაემგზავრნენ
შემდეგი სტატიათეოლოგები მიტროპოლიტ იოანეს განკვეთას ითხოვენ