გალში გამართულ შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას და გიორგი ლუკავას საქმეებზე იმსჯელეს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მეოთხე ხუთმხრივი შეხვედრა დასრულდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე 19 მაისს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზე, დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას გათავისუფლებასა და 2012 წელს ზაზა წულუკიას უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე იმსჯელეს.
,,ლუკავას საკმაოდ მძიმე ბრალდებებს ედავებიან. სახელმწიფოს პოზიცია არის ძალიან ხისტი ამ კუთხით, იმიტომ რომ ამ ბრალდებების უკან არანაირი ვალიდური არგუმენტაცია არ არსებობს, შესაბამისად, მუშაობას ვაგრძელებთ ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში მოხდება მისი გათავისუფლება. რაც ეხება გიგა ოთხოზორიას საკითხს, ამ შემთხვევაში დე ფაქტო მთავრობა დაგვპირდა, რომ მომდევნო შეხვედრაზე მოიყვანენ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელს, რომელიც მის ხელთ არსებულ დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
მომდევნო შეხვედრა გალში 19 ოქტომბრისთვის დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ ლიტვის ელჩს გიედრიუს პოაჯუნასს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: არ გამოვრიცხავ, ზოგიერთ ოლქში მეორე ტურის დანიშვნას