გალში დაემშვიდობნენ უკრაინაში ლიკვიდირებულ ალიკა შამათავას, რომელიც ოკუპანტების მხარეს იბრძოდა (ვიდეო)

გალში დღეს დაემშვიდობნენ უკრაინაში ლიკვიდირებულ ბოევიკს ალიკა შამატავას, რომელიც კურსკის ოლში, რუსი ოკუპანტების მხარეს იბრძოდა.
ალიკა შამათავა გალში დაიბადა, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კი ოჯახი საცხოვრებლად რუსეტში გადავიდა.
ალიკა შამათავა რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისის სტატუსით წავიდა, მაგრამ მალევე მის შესახებ ცნობების მიღება შეყდა.
შამათავა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა 17 აპრილს უკრაინიდან ჩამოტანილი ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ ერთ-ერთი ცხედარი იდენტიფიცირდა, როგორც ალიკა შამათავა. სწორედ ამის შემდეგ ის მშობლიურ რაიონში გადაასვენეს.
შამათავას დაკრძალვაზე გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ე.წ. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდმემ, შამათავას ცხედართან საპატიო ყარაული იყო განთავსებული.
ალიკა შამათავა რიგით 68-ე პირია ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც უკრაინაში ოკუპანტების მხარეს იბრძოდა და დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, ზელენსკისაც და პუტინსაც უნდათ მშვიდობა – დონალდ ტრამპი
შემდეგი სტატიაკემეროვოს სამშობიარო სახლიდან ჩვილები სამხედრო ეკიპირებით გაწერეს – “სამხედრო სული” რუსულად