გალში 9 წლის ბავშვს მანქანა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 9 წლის ბავშვი გალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს. მას სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული მათ შორის ქალა ტვინის ტრავმა. საჭირო გახდა ოპერაცია და ამჯერად არასრულწლოვანი რეანიმაციაშია მოთავსებული, თუმცა, იგეგმება ზუგდიდიდან მისი თბილისში გადმოყვანა, რადგან რეგიონის კლინიკას ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება არ აქვს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ოკუპირებული გალის ცენტრში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 9 წლის ბავშვმა მანქანას წინ გადაურბინა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. დაშავებული არასრულწლოვანი სწორედ მან მიიყვანა ადგილობრივ საავადმყოფოში და პოლიციაშიც გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მოზარდის მშობლებიც შეესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის წარმომადგენელი ჰადი ამრი თელ ავივში ჩავიდა
შემდეგი სტატიადასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს 11 პალესტინელი ემსხვერპლა