ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო რეჟიმისა და ქართული მხარის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ერგნეთის შეხვედრებშიც მონაწილეობენ.
სოფელ ჩორჩანასთან შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება დასტაბილურებულია.