დოკუმენტაცია რომელიც წარადგინა ქართულმა მხარემ გიგა ოხოზორიას მკვლელის შესახებ, სრულყოფილი არ არის

gali1გალში, გაეროს ოფისში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, ხუთმხრივი შეხვედრები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს მიმდინარე წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჟი-ოღლის დაკავება და ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის საკითხი.

როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პოლიციის წამომადგენელი.

როგორც შეხვედრაზე აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, დოკუმენტაცია რომელიც წარადგინა ქართულმა მხარემ გიგა ოხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლი შესახებ, სრულყოფილი არ არის, ამიტომ, მტკიცებულებებად არ გამოდგება.

ქართული მხარის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ.შეხევდრაზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპაციის ხაზს მიღმა დაფიქსირებულ ყველა იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიუილიამ ლაჰიუ: საერთაშორისო საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი
შემდეგი სტატიასოხუმში სროლები ისმოდა