“გალის საკითხი” და ასიდა შაკილის პოზიცია

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებამოსილმა პირმა, ასიდა შაკილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან განსაკუთრებული ყურადღებით ისაუბრა ე.წ. გალის საკითხზე.

“არიან ადამიანების კატეგორია, რომლებიც ბინადრობის უფლების აღების კატეგორიული წინააღმდეგი არიან, რადგან ისინი თვლიან, რომ მათ უფლება აქვთ იქ იცხოვრონ. პირველ ყოვლისა, გალის რაიონში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა წინაპრები იქ დაიბადნენ, არსად წასულან და აფხაზეთის მოქალაქეებად თვლიან თავს. მაგალითად, ქალი, რომელიც ჩემთან მოვიდა და მეუბნება- არასდროს ავიღებ ბინადრობის უფლებას, რადგან ეს ჩემი მიწაა, სადაც ჩემი წინაპრები დაიბადნენ, მე საქართველოში არ ვცხოვრობდი. ის საქართველოს მოქალაქე არ არის, მაგრამ მისი დოკუმენტები უკვე წელიწადია საპასპორტოში დევს და მას არ პასუხობენ. ყველაზე რთულ ომისშემდგომ წლებში ის იქ იყო, მუშაობდა ოფიციალურ პოზიციებზე. გაურკვეველია, რატომ არ შეიძლება ამ ადამიანმა მოქალაქეობა მიიღოს” – ამბობს ასიდა შაკრილი. ომბუდსმენი თვლის, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები და პრობლემების გადაჭრის გეგმა უნდა დასახოს. შაკრილის თქმით, “იმის გარდა, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, იმის გარდა, რომ ეს არასახელმწიფოებრივი მიდგომაა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს არ განმეორდეს”. “ჩვენ ჩვენს შვილებს არ უნდა დავუტოვოთ ისეთი რთული საკითხები გადასაჭრელად, რომელიც ესკალაციას და სერიოზულ წინააღმდეგობას, ადამიანებისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებას გამოიწვევს. ეს პატრიოტიზმის გამოვლენა არ არის” – განაცხადა შაკრილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მინისტრების მოადგილეები დაამტკიცეს