გალის საგანგებო შეხვედრა დაიწყო-ქართული მხარე გალის ტერიტორიაზე იმყოფება

gali1„ქართული მხარის მოთხოვნით, 2016 წლის 27 მაისს, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა დაიწყო. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დელეგაციის შემადგენლობაში სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი შედიან.

შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე დააყენებს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა.

ამასთან, 24 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა თავის რუს კოლეგას, გრიგორი კარასინს, ტელეფონით დაუკავშირდა და განიხილა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

12gali

banner
წინა სტატიაში2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული – თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა
შემდეგი სტატიაშსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო