გალის რაიონში თხილის მოსავლის 70% ფაროსანამ გაანადგურა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 14, 2017 17:04

გალის რაიონში თხილის მოსავლის 70%  ფაროსანამ გაანადგურა

გალის რაიონში თხილის მოსავლის 70% აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. ამის შესახებ აფხაზურ მედიას განუცხადა გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილემ თამაზ ცვიჟბამ.
“მაგალითისთვის, თუ გავტეხთ 20 თხილს, ნახევარზე მეტი ცარიელი იქნება” – განაცხადა მან.
თხილი – ის აგროკულტურაა, რომელიც მოსახლეობის შემოსავლის ერთ–ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს და, შესაბამისად, აზიური ფაროსანას გავრცელება შემოსავალებზე ნეგატიურად აისახება.
თამაზ ცვიჟბას თქმით, ფაროსანა აფუჭებს არა მარტო თხილს, არამედ სხვა ხილსაც – ხურმას, ვაშლს,მსხალს, ციტრუსებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 14, 2017 17:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,728
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics