გალის რაიონში ტერაქტი მოხდა

 წუხელ, გვიან ღამით, გალის რაიონში ტერაქტი მოხდა – უცნობმა პირებმა საცხოვრებელი სახლი დაწვეს. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილას ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. შესაბამისად, არსებობს ვერსია, რომ სახლი ააფეთქეს. აფეთქების დროს სახლში ბავშვები და დედა იმყოფებოდნენ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია. აფეთქებული სახლის ამსახველი ფოტოები „თაიმერს“ გალის რაიონიდან მოაწოდეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: გერმანიას აშშ-ს და ნატოს ბევრი ვალი მართებს
შემდეგი სტატიადე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტარობის კანდიდატი ამომრჩევლებს მეგრულად ესაუბრება