გალის რაიონში 400 კილო ფაროსანას შეგროვებას აპირებენ

აფხაზეთის თვითგამოცახდებული რესპუბლიკის გალის რაიონის საკარანტინო სამსახურის ხელმძღვანელმა რამინ ჩეხერიამ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა იმ ზომებზე, რომელიც რაიონში ფაროსანას გავრცელების წინააღმდეგ არის მიმართული. მისი თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ სხვადასხვა ზომები დაიგემა: “ამ ეტაპზე მავნებლის მექანიკური შეგროვება მიმდინარეობს, რომლის შემდეგადაც შენობებს დაამუშავებენ შხამქიმიკატებით. ფაროსანას მექანიკური შეგროვება აპრილში დასრულდება, ზუსტად ამ დროისთვის კი სხვა მავნლებლები გამოდიან. მათ ყველას ერთად, კომპლექსურად გავანადგურებთ” – განაცხადა ჩეხერიამ. მისი ინფორმაციით, “პირველ კვირას 84 კილო მავნებელი მოაგროვეს, დაგეგმილია 300-400 კილო მავნებლის შეგროვება”

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში რუსებთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო
შემდეგი სტატიაბიბილოვი: ყველაფერი სწორად გავაკეთეთ