გალის რაიონში 200-მდე ახალი პასპორტი და 3500-მდე ჩაწერის საბუთი გასცეს

ოკუპირებული აფხაზეთის დასავლეთ ნაწილში, გალის რაიონში მიმდინარე დოკუმენტაციის ფარგლებში უკვე გაიცა 200-მდე ახალი პასპორტი და 3500-მდე დროებით ცხოვრების უფლება. რაიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცედურები ძველი პასპორტის ახლით შეცვლას არ ნიშნავს და რომ პასპორტიზაციის ახალი ტალღა აუცილებელია იმისთვის, რომ მოქალაქეების სახელმწიფოებრივი კუთვნილებები დადგინდეს ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად, რომელიც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი – ადგილობრივი მედია წერს.
შეგახსენებთ, რომ ყველა პასპორტი, რომელიც 2014 წლამდე იყო გაცემული, გაუქმებულია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა ქართული მხარის პოზიციით
შემდეგი სტატიალაშა რუსთავსკის და 30 ქართველ კრიმინალს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს