გალის რაიონი ცეცხლშია გახვეული

ცეცხლის ალშია გახვეულია გალის რაიონის სოფლები: ჭუბურხინჯი, ხუმუშკური, სიდა, ზემო ბარღებია და მეგობრობა. ევაკუირებულია 100 ოჯახი. ხანძრის ლიკვიდირება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ, რაშიც მათ ძლიერი ქარი უშლის ხელს.
ხანძრის გაჩენის მიზეზიც ძლიერი ქარია. როგორც ადგილობრივები “თაიმერთან” საუბარში ყვებიან, რამდენიმე ადამიანმა იმ ადგილს წაუკიდა ცეცხლი, სადაც ტურები იყრიდნენ თავს. ტურები დააფრთხეს, მაგრამ ძლიერი ხანძარი გამოიწვიეს.
ადგილობრივების თქმით, დამწვარია ათამდე სახლი. მოხდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია. ხანძარმა გაანადგურა თხილნარი.
სეპარატისტული ხელისუფლება ენგურის გაღმა მხრიდან დასახმარებლად არავის უშვებს.
“თაიმერი” გთავაზობთ ხანძრის ამსახველ ვიდეო კადრებს, რომლებიც ექსკლუზიურად გალიდან მოგვაწოდეს.

 

WWW.TIMER.GE

ექსკლუზივი

 

https://youtu.be/xK1cAlw0x2E

 

https://youtu.be/Uo6_KnZzuiA

 

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს პოლიციამ 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა