გალის იზოლატორში საფრთხე საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ემუქრება – ოჯახს გატაცებულზე ინფორმაცია არ აქვს

გალის იზოლატორში საფრთხე საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ემუქრება. არავინ იცის რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

ოჯახი რამდენიმე დღეა გატაცებულთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. მხოლოდ ის იციან, რომ რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი ოკუპირებული რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და გალში იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ოჯახი ვარაუდობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას მოითხოვს.

„ფული საჭირო იქნება აუცილებლად 30 ათასი მაინც იმიტომ, რომ რომ გამოუშვებენ ჯარიმას გადაახდევინებენ. დაიჭირეს საოკუპაციო საზღვარზე. თუ ვინმეს დაინახავენ იჭერენ, მეტი არაფერი,“-აცხადებს გატაცებულის ოჯახის წევრი.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6.5 პროცენტამდე ამცირებს
შემდეგი სტატიაორბელიანის მოედანზე სამუშაოები ზერელედ რომ მიმდინარეობდეს, სამ თვეში ყველაფერი დასრულდებოდა