გალერი – ვისურვებდი, შეიცვალოს პოლიტიკური კლიმატი

ვისურვებდი, შეიცვალოს პოლიტიკური კლიმატი, იყოს წინსვლა კონსენსუსით და ნაკლები დაპირისპირებებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიხაელ გალერმა განაცხადა.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, საარჩევნო დღე ვაკუუმში არ მიმდინარეობს და ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნო პერიოდისა და გარემოებების შედეგი, ეს ყველაფერი საერთო პროცესზე ახდენს გავლენას. როგორც ელჩმა ჯონსონმა აღნიშნა, ჩვენ არ გვაქვს წვდომა და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ შესაბამის და კომპეტენტურ ადგილობრივ ორგანოებს. ამასთან, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელსაც შევეხები არის, რომ ვისურვებდი, შეიცვალოს პოლიტიკური კლიმატი და ეს დიალოგი. იყოს წინსვლა კონსენსუსით და ნაკლები დაპირისპირებებით, რომელიც დაინტერესებული პირების საერთო მიზანს მოემსახურება“, – განაცხადა მიხაელ გალერმა.

banner
წინა სტატიაშიკალიურანდი – ხალხი ამბობს, რომ დაღლილია პოლიტიკური კონფრონტაციით, პოლარიზაციით, ეს იყო გზავნილი, რომელიც ქართველი ხალხისგან მივიღე
შემდეგი სტატიაკალანდარიშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია