გალელ ქართველებს ხაჯინბას მიტინგებზე ძალით ერეკებიან

,,თაიმერის,, ინფორმაციით, გალში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დეფაქტო პრეზიდენტ ხაჯინბას მხარდამჭერ მიტინგებზე დგომას აიძულებენ. როგორც წყარომ ,,თაიმერს,, დაუდასტურა, გალის ადმინისტრაციის ხემძღვანელი თემურ ნადარაია, გალის ყველა სოფლის, სკოლისა თუ სხვა დაწესებულების ხელმძღვანელს აიძულებს მობილიზაცია გაუკეთონ ქართული მოსახლეობის წაყვანას სოხუმში ხაჯინბას მხარდამჭერ მიტინგებზე. მიტინგზე წასვლის მოწინააღმდეგებს კი აფხაზეთიდან გასახლებითა და დეპორტაციით ემუქრებიან.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა, ხელისუფლებაში მოსვლის დროს გალელი ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგების საწინააღმდეგო რიტორიკას ანვითარებდა და წინამორბედებს, ქართველთათვის პასპორტების გაცემით, აფხაზეთის მტრებისთვის აფხაზეთის ბედის გადაწყვეტის მექანიზმის მიცემაში ადანაშაულებდა, თუმცა მას შემდეგ რაც აფხაზეთში მისი გადაყენების მოთხოვნით მასშტაბური გამოსვლები დაიწყო, თავადაც არ თაკილობს ქართველი მტრებით,, საკუთარი მიტინგების გაუხვებას.

banner
წინა სტატიაში(video) ლელა კაკულია: ამერიკის და ევროპის მცდელობა იხსნის საქართველოს რუსეთის ანექსიისგან
შემდეგი სტატიაჯონ მაკეინი: პუტინი არის ბანდიტი, მკვლელი და კგბ-ს აგენტი