გალდავა – ჩვენ არ ვართ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ნომრის ქვეშ, ჩვენ ვართ კოალიცია

უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში მრავალპარტიული კოალიცია, სადაც იქნება ბალანსისა და გადამოწმების გამჭირვალე სისტემა. ამით დასრულდება ხელისუფლებაში ერთპარტიული ჰეგემონია, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

„აქცია დაანონსებულია შაბათს, 6 ნოემბერს. რაც შეეხება უშუალოდ 7 ნოემბერთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას, მე ვიყავი ადამიანი ომბუდსმენი, რომელიც გადავდექი სააკაშვილის პირობებში და ვეწინააღმდეგებოდი სისტემურ ძალადობას. ვიყავი ადამიანი, რომელიც დაარბიეს 7 ნოემბერს. სხვათა შორის, 7 ნოემბერს ჩემ გარშემო იდგა ნიკა მელიაც, რომელიც ასევე მოჰყვა ამ დარბევაში. ადამიანის უფლებების დარღვევა რომ დავასრულოთ, ეს რომ შევცვალოთ, უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში მრავალპარტიული კოალიცია, სადაც იქნება ბალანსისა და გადამოწმების გამჭირვალე სისტემა. ამით დასრულდება ხელისუფლებაში ერთპარტიული ჰეგემონია, რაც მუდმივად იზრდება ასევე ავტორიტარულ რეჟიმში. ჩვენ არ ვართ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ნომრის ქვეშ. ჩვენ ვართ კოალიცია და კოალიციის ლიდერები არიან ისეთი ხალხი, რომელსაც არც ერთი ხელისუფლების პირობებში სისტემურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება ნიკა მელიას მერობის კანდიდატს და კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, პირადად გიდასტურებთ, რომ 7 ნოემბერს ვიდექი აქციაზე, რომელიც შემდეგ დაარბია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამავდროულად, იმავე აქციაზე იდგა ნიკა მელიაც, რომელიც იყო აქციის მონაწილე და არა ხელისუფლების წარმომადგენელი. მაგრამ 7 ნოემბერს ჩვენს დამრბევებში იყო ის ხალხი, რომელიც დღეს არის „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის შემდეგ ძალიან კარგი გადახტომა, გადაპორტირება მოახერხეს. როგორც იმ ხელისუფლების დროს გველაპარაკებოდნენ მოძალადეების სახით, ამავე ხელისუფლების დროსაც გველაპარაკებიან მოძალადეების სახით“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში იგეგმება
შემდეგი სტატიაპარლამენტს ჯაფარიძეც ტოვებს