გალაქტიონის ,,მერი -100 წლისაა”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გალაკტიონის საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელიც მისი ლექსის „მერი“ პუბლიკაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

საღამოს ინიციატორი და ორგანიზატორია თსუ-ის დასავლეთ ევროპული ფილოლოგიის ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ინესა მერაბიშვილი, რომელიც წარმოადგენს ლექსი „მერის” შექმნის ამბავს, როგორც მისი მრავალწლიანი კვლევის შედეგს.

ღონისძიებას დაესწრებიან გალაკტიონის შვილობილი ქალბატონი ნუნუ ებანოიძე, მერი შერვაშიძის ნათესავი ქალბატონი თათული ღვინიაშვილი და სხვები. გალაკტიონის ამ თემასთან დაკავშირებულ ნაწარმოებებს შეასრულებენ ცნობილი მუსიკოსები: ნესტან მესხი, ზვიად ბოლქვაძე, ვალერიან შიუკაშვილი, დავით არჩვაძე, ოთარ ჯორჯიკია, ანა ჭანია და სხვა.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება საილუსტრაციო მასალა: ფოტო და ვიდეო ჩვენება.

banner
წინა სტატიაშიგუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიათსუ-ში ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი გაიხსნება