“გაკვირვებული ვარ” – კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რაჭველს პასუხობს

ნიკოლოზ რაჭველის სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას, კულტურის მინისტრი პასუხობს. მიხეილ გიორგაძის თქმით, ის გაკვირვებულია, რადგან მუსიკალურ ცენტრს აქამდე არ ჰქონია ისეთი ხელშეწყობა, როგორიც ბოლო პერიოდში აქვს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ორკესტრს ექნება საშუალება ოპერაში რამდენიმე კონცერტი გამართოს.

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ კულტურის მინისტრისა და სამინისტროს დამსახურებაა, რომ მათთვის გამოინახა შენობა, რომელიც აქტიურად რემონტდება და ასევე მიეცათ საშუალება ოპერაში გამართონ რამდენიმე კონცერტი, თუმცა თუ 21 მარტამდე ვერ მიიღებენ კონკრეტულ კითხვებზე პასუხს, მწვავე განცხადებას გააკეთებენ, ოპერაში გალაკონცერტის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამას ინტერვიუ – აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინზეც ისაუბრა
შემდეგი სტატიაქრთამი წითელ წიგნში შეტანილი ხეების ჭრის სანაცვლოდ – დაკავებულია ორი რეინჯერი