გაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება – მამუკა მდინარაძე მარგველაშვილის ვეტოზე

ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, საქართველოს პრეზიდენტი ვეტო, რომელიც მან დღეს სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს დაადო, გადაილახება. საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ სასამართლო სისტემაში ძალიან დიდი პრობლემებია.

უმრავლესობის წარმომადგნელებში კი პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაკვირვებას იწვევს.

„გაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, თუმცა ასევე გავეცანით იმ ანონსს, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ შენიშვნებთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყურადღებით უნდა გავეცნოთ ამ შენიშვნებს და დეტალური განხილვის შემდეგ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ვეტო დაძლეული უნდა იქნას, უნდა გავითვალისწინოთ მთლიანად მისი შენიშვნები თუ ნაწილობრივ,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს – ნინო კალანდაძე ცერცვაძის საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიაეჭვს არ იწვევს, რომ მთელი ინფორმაცია ჩვენ მებრძოლებზე, რუსეთის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსეთს – მიხეილ სააკაშვილი