რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ბორის ჯონსონის გადადგომას გამოეხმაურა. ზახაროვამ ჯონსონის გადაყენება რუსეთ-უკრაინის ომში დიდი ბრიტანეთის აქტიურობას დაუკავშირა.
“ამ ამბიდან გაკვეთილია შემდეგი: არ შეეცადოთ რუსეთის განადგურება. რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები გაიტეხოთ და შემდეგ ამით დაიხრჩო. […] ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა. მისმა თანამებრძოლებმა ის მიატოვეს”. – თქვა ზახაროვამ.