გაკვეთილები გათბობის გარეშე – ნოსირის სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ისევ ჩაიშალა

 ნოსირის საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა – გაკვეთილების ჩაშლის მიზეზი არა პანდემია და კორონავირუსის გავრცელება,  არამედ სწავლისთვის არასათანადო პირობები გახდა. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის სკოლაში გათბობის პრობლემები ამ დრომდე არ მოუგვარებულა.

პრობლემის გადასაწყვეტად მუნიციპალიტეტის საკრებულომ 40 000 ლარი გამოყო, თუმცა იმის გამო, რომ სენაკის წარმომადგენლობითი ორგანო, შეიძლება ითქვას, ვერ დაკომპლექტდა და სხდომები არ იმართება, საკითხი კვლავ გადაუწყვეტელი რჩება.

სენაკის საკრებულოში ბოიკოტს “ქართული ოცნება” აცხადებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღესაც გადაიდო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი მოწვევის საკრებულოს შემდეგი სხდომა ისევ ვერ შედგა. სხდომებს არ ესწრებიან პარტია “გახარია-საქართველოსთვის” მანდატით საკრებულოში შესული დეპუტატები.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ქართული დროშა არ უნდა ფრიალებდეს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის
შემდეგი სტატიააზარაშვილი: თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოსახლეობას მედიკამენტებზე ხარჯი შეუმცირდება