“გაკოტრებული დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი,არის ჩვენი შვილების მტერი”

“გაკოტრებული დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი არის საკუთარი შვილების თაყვანისმცემელი და ჩვენი შვილების მტერი, მათი მომავლის დამანგრეველი. ახლა უკვე, ის გადავიდა მამების გამო შვილებისადმი ანგარიშსწორებისა და შურისძიებაზე. მას არ ესმის სამშობლოს გრძნობა, არ იცის, რომ მე ჩემს ოჯახთან ერთად საქართველოზე ვარ შეფიცული და შეუძლებელია ჩვენი, სხვა მებრძოლი ოჯახების და მთლიანად ახალგაზრდობის გაჩერება. რაც უფრო მეტი ფაქტი დაფიქსირდება ასეთი სამარცხვინო რეპრესიის, მით მალე დაემხობა ეს სამარცხვინო სისტემა,”- განაცხადა საქართველოს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

მცხეთის სასამართლოში პროცესი ამ დრომდე გრძელდება, ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიოსამართლე “გაბედეს” წევრების მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში“ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმრებს ადამიანებს, რომლებიც შტურმით იღებდნენ პარლამენტის შენობას “
შემდეგი სტატიაბუნებას მოწყდა ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ტყე-პარკი უნდა გაშენდეს-ვოლსკი