გაკოჭეს, ვიღაცამ ყელში წაუჭირა ხელი და მოხსნეს საათი – ნიკა გვარამია სააკაშვილზე

ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები გუშინდელი ინციდენტის ვიდეოჩანაწერების უწყვეტი ეპიზოდის ამოღებას ითხოვენ. როგორც ის ამბობს, პლასტიკის საათის მოხსნის ეპიზოდში, მესამე პრეზიდენტზე ფიზიკურად იძალადეს, თუმცა მისი თქმით, ამაზე იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს ბრიფინგზე დღეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს:

“საათი, რომელიც 5 კვირა ეკეთა მაინცდამაინც მაშინ მოუნდათ, რომ მოეხსნათ, 6 ადამიანი შევიდა, საწოლში ძალადობით, თავს დაესხნენ, გაკოჭეს, ვიღაცამ ყელში წაუჭირა ხელი და მოხსნეს ეს საათი” – აცხადებს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის ბრძოლის ერთადერთი შანსი არის შიმშილობა
შემდეგი სტატიასააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული ოთხივე პირი ბრალს აღიარებს