გახსოვთ, როგორი იმედი ჰქონდა რუსეთს, რომ მთელ დონბასს ხელში ჩაიგდებდა? უკვე 108-ე დღეა, დონბასი დგას – ზელენსკი

“გახსოვთ, ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში რუსეთს როგორი იმედი ჰქონდა, რომ მთელ დონბასს ხელში ჩაიგდებდა? უკვე ომის 108-ე დღეა, ივნისი. დონბასი ისევ ფეხზე დგას. ზარალი, რომელიც ოკუპანტებმა განიცადეს, მათ შორის ამ მიმართულებით, ძალიან დიდია. რუსეთის არმიას დღეისთვის უკვე ჰყავს დაახლოებით 32 ათასი დაღუპული. რისთვის? რა მისცა ამან რუსეთს? ახლა ვერავინ იტყვის, რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის მიერ სულები წვა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ინანონ, რაც გააკეთეს და პასუხი აგონ თითოეულ მკვლელობაზე, ჩვენს ლამაზ სახელმწიფოზე განხორციელებულ თითოეულ დარტყმაზე.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ სოფელ აკურაში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ომის დაწყებიდან 287 ბავშვი დაიღუპა