გამყრელიძე: ბავშვი სადაც ჯდება და რასაც ხელს კიდებს ხოლმე, ის იყოს ჰიგიენურად დამუშავებული

“ჩვენთან დიდი ეპიდემია ღვთის წყალობით,არ არის და ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დიდი თავყრილობები, ბავშვების დიდ დაბადების დღეებზე წაყვანა, შევზღუდოთ, თორემ ეზოშიც უნდა გაიყვანოთ და ჰაერზეც უნდა გაიყვანოთ, რა თქმა უნდა. სასურველია, რომ ვინც ამ საქანელებსა და ა.შ ემსახურება, წესის შესაბამისად ჰიგიენურად დაამუშაონ, საქანელა გაწმინდონ ხოლმე, სასურველია ყოველდღიურად – როგორც სახლს ალაგებთ ისე. ზოოპარკში მაგალითად კარგია, ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ამაზე იფიქროს და საქანელები გაწმინდოს ხოლმე. სოლიდარობას რომ ვამბობ, ყველამ გამოვიჩინოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ბავშვი სადაც ჯდება და რასაც ხელს კიდებს ხოლმე, ის იყო ჰიგიენურად დამუშავებული. არ არის აუცილებელი სადეზინფექციო ხსნარი, ჩვეულებრიი კარგი სველი ტილოთი გაწმინდონ ხოლმე,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი სპეციალისტები და მნიშვნელოვანია, რომ მათ რჩევას დავუგდოთ ყური და არ ავყვეთ პანიკას